კულტურული მრავალფეროვნება შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში
8 აგვისტოს 14:00 საათზე, ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION) ინიციატივით და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცეტრის ორგანიზებით გაიმართაა შეხვედრა UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში -„მრავალფეროვანი საქართველო - სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის – „ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ შემუშავდა კონვენციის იმპლემენტაციისათვის რეკომენდაციების პაკეტი“.

ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) ევროპის სახლთან თანამშრომლობით UNESCO-ს 2014-2015 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში იწყებს პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო - სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა კულტურული მრავალფეროვნების ფორმირებისათვის - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციისათვის არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება".

პროექტის მიზანია UNESCO-ს 2005 წლის კონვენციის პოპულარიზაცია, მისი რატიფიცირების შედეგად საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის აღამასრულებელი დირექტორის ნინო გუნია-კუზნეცოვას განცხადებით, პროექტის ფარგლებში ატარებენ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან და სამთავრობო სექტორთის წარმომადგენლებთან.

ნინოს თქმით ,,საქართველო 2008 წელს შეურთდა პარიზის კონვენციას და ამ ფორმატში მეხუთე შეხვედრაა. ჩვენი შეხვედრები მნიშვნელოვანია, შესაბამისად შეხვედრის ბოლოს შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც წარედგინება კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაში გასათვალისწინებლად. რეგიონებში არასამთავრობო და სამთავრობო კულტურის სექტორის წარმომადგენლებისაგან ველოდებით კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე ექსპერტული რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებას. შეხვდრიებისა და დისკუსიების საფუძველზე შემუშავდება კონვენციის განსახორციელებლად რეკომენდაციების პაკეტი და მონცემთა ბაზა, ხოლო რეკომენდაციების პაკეტი და მონაცემთა ბაზა გადაეგზავნება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემდგომი თანამშრომლობისთვის“.

შეხვედრა დადებითად შეაფასეს მონაწილეებმა, იმსჯელეს რეგიონში არსებულ კულტურის სფეროში განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ უამრავ პროქტებზე და არსებულ პრობლემებზე. შეხვედრის მსვლელობის პროცესში მერიის კულტურის სამსახურსა და პროექტ „საქართველოს მოხალისეს“კოორდინატორს შორის შედგა შეთანხმება, რომ, 2016 წლიდან ერთიობლივად დაგეგმონ და გამართონ ღონისძიებები, აქტივობები, მოიძიონ პროექტების და დაფინანსების ალტერნატიული გზები გარდა ადგილოლბრივ ბიუჯეტიდან დაფანასებისა.

შეხვედრის დასასრულს, შეიმუშავეს რეკომენდაციები კონვენციის იმპლემენტაციისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაცების, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების თანამშრომლები, თეატრალები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგაობის დაინტერესებული პირები, შეხვედრა გაშუქდა მედიის მიერ.
| : 0.0/0