მარდის დასახლებაში „თვალის წყალის“ წყაროში საშიში ბაქტერიები აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, სასმელად წყაროს წყალი არ გამოიყენოს. სააგენტოს განცხადება მარდის დასახლებაში მესხეთისა და იაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ეგრეთ წოდებულ. „თვალის წყალს“ ეხება, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს. აღნიშნულ წყალში საშიში ბაქტერიების არსებობა ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა. წყაროდან აღებულ სინჯში კვლევამ საერთო კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა დაადგინა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ე.წ თვალის წყლით დღემდე სარგებლობს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს რომ ე.წ. „თვალის წყალი“ , გადადუღების გარეშე არ გამოიყენოს, რადგან მასში მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი დარღვეულია და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
| : 0.0/0