,,მეამაყება საქართველო“ და ელექტონული მუსიკის საღამო ახალციხეში
  სტუდენტებმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა მაყურებელს არაერთი საკონცერტო ნომერი წარუდგინეს. ორი დღის განმავლობაში ახალციხის ხელოვნური ტბის ამფითეატრის სცენაზე ერთმანეთს ნინოწმინდის, ადიგენის ახალციხის და ბორჯომის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები ენაცვლებოდნენ. ადგილობრივი მუსიკალური შემსრულებლებისა და ანსამბლების შემდეგ ახალციხელების წინაშე ჯგუფი ,,მირაჟი" და როკ ჯგუფი ,,ზურგი" წარსდგა. ,,მეამაყება საქართველოს" ორდღიანი სტუმრობა ახალციხეში ნინო ჩხეიძის გამოსვლით დასრულდა, მან ადგილობრივებისათვის 5 სიმღერა შეასრულა. ფესტივალი ქვეყნის 9 რეგიონში იმართება მან სტარტი ბახმაროში აიღო. ,,მეამაყება საქართველო" კულტურის სამინისტროს ინიციატივით ტარდება. პროექტის მიზანი ქართული ისტორიული ქალაქების გაცნობა და მონაწილეების დაახლოებაა. ახალციხის შემდეგ მეამაყება საქართველო ონს ესტუმრება. პროექტი 7 სექტემბერს დასრულდება. ,,მეამაყება საქართველოს” შემდეგ კი გუშინ ხელოვნურ ტბაზე ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა. 
| : 0.0/0