მედიისა და მესამე სექტორის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში
ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პოლიტიკური პარტიების მსგავსად წინასაარჩევნო პროცესებში აქტიუროის კუთხით არც ადგილობრივი მედია და არასამთავრობო სექტორი გამოირჩევა. შესაბამისად წინასაარჩევნო თემატიკაზე აქტიური მუშაობა ჯერ არ დაწყებულა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში", რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საბჭოს წევრია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კომისია აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით და იმ პროგრამების შემუშავება ხდება, რომელიც მათ დაეხმარება უფრო მეტი გაიგონ არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, ამ მიმართულებით ნაკლებად აქტიურია რეგიონული მედიაც. მათი აქტიურობა გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს და პროცესებს აქტიურად აკვირდება ,,სამართლიანი არჩევნები" და მონიტორინგს ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განმარტა, ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთი პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა.
| : 0.0/0