მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა
 მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა მსახიობებმა მაყურებელს სპექტაკლი, სახელწოდებით ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" შესთავაზეს. სცენარი კომედიური ჟანრისაა და დრამის ელემენტებს შეიცავს. ადამიანური გრძნობები, პრობლემები და ცხოველების ინსტიქტი მსახიობებმა 2 მოქმედებად აჩვენეს. მასში სახალისო და სევდიანი სცენები ერთმანეთს ცვლის. აღნიშნული სპექტაკლი მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 2008 წელს დაიდგა, მას შემდეგ მთავარმა გმირებმა თეატრი დატოვეს, რის გამოც სპექტაკლის ჩვენება გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერდა. დღეს კი კახა გოგიძის რეჟისორობით სპექტაკლის აღდგენილი ვერსია მაყურებელმა კვლავ იხილა. თეატრის დირექტორის, ლია სულუაშვილის განმარტებით, საგაზაფხულო სეზონი თებერვლის თვეში წელს პირველად გაიხსნა. გარდა ამისა, 2013 წელს წინა წლებისგან განსხავევბით, გაიზრდება სპექტაკლების რიცხვიც. ამ სეზონზე მსახიობები მესხ მაყურებელს 6 ახალ პრემიერას შესთვაზებენ. ლია სულუაშვილის თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის საშალებითც უახლოეს მომავალში მესხეთის დრამატულ თატრში შესაძლებელია ლატვიელი რეჟისორი ჩამოვიდეს. მომავალ კვირას მაყურებელი მათთვის კარგად ნაცნობ სპექტაკლს, ,,აივანს" ნახავს. სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებიდან კი ახალციხელებს ახალი პრემიერის, შილერის ,,ვერაგობა და სიყვარულის" ნახვა შეეძლებათ.
| : 0.0/0