მეწყერული ზონა და ნგრევის პირას მისული საცხოვრებელი სახლები სოფელ აწყურში
 სოფელ აწყურის ერთი ნაწილი, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, სპეციალისტების მიერ მეწყერულ ზონად არის შეფასებული. ჭარბი ნალექის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწა გასკდა, რამაც მახლობლად მდებარე სახლებს ნგრევის საფრთხე შეუქმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 10–მდე ოჯახია, რომელთაც შესაძლოა ახლო მომავალში საცხოვრებლის დატოვება მოუწიოთ. ამ ეტაპზე სოფლის მხოლოდ ორი მკვიდრია ევაკუირებული. ისინი დროებით მეზობლებთან ცხოვრობენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტერიტორია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტებმა შეისწავლეს. მათ მიერ დადებული დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროში გაიგზავნება, რის შემდეგაც აწყურის მეწყერული ზონის შესწავლა სამინისტროს გეოლოგების მიერ კიდევ უფრო საფუძვლიანად მოხდება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ბედი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება.
| : 0.0/0