„მიჯინქის“ ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

  თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინში აღინიშნა დიდი მარხვის 24-ე დღე, რომელიც ცნობილია „მიჯინქ" (გამყოფი დღე დიდი მარხვისა) სახელწოდებით. ერთგული მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში აღევლინა მშვიდობისა და დასვენების ღვთისმსახურება. ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერი პირებმა საზეიმოდ აკურთხეს „მიჯინქის" ტრადიციული ქადა და ის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის „ანი" ანსამბლის აღსაზრდელებმა დაურიგეს მორწმუნეებს.

ხალხური ტრადიციისამებრ, „მიჯინქის" ქადაში ჩაყოლებული იყო სურბ ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრიდან ჩამოტანილი ჯვრები. ბედნიერნი იყვნენ ისინი, ვისაც წილად ხვდათ სადღესასწაულო საჩუქრები.

სულიერმა მამებმა მადლიერება გამოხატეს ჯვრის ნათლიას - ერიკ საფარიანს და ახალგაზრდული კავშირის წევრს - ლარისა ჰარუთიუნიანს „მიჯინქის" აღსანიშნავად გაწეული დიდი მხარდაჭერისათვის.
| : 0.0/0