მორიგი პრემიერა ახალციხეში
 მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში დღეს „ქაღალდის წვიმა" პრემიერა გაიმართა. ოთხი მეგობარი კლოუნი და მათი ცხოვრების დეტალები – მსახიობებმა თავიანთი ემოციები და გრძნობები უხმოდ, მიმიკებით გადმოსცეს. მაყურებლისთვის ადვილად გასაგებმა, თანამედროვე ელემენტებით გაჯერებულმა წარმოდგენამ ადგილობრივები გაახალისა. „ქაღალდის წვიმა" მესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. ეს მისი ავტორობით ახალციხეში პირველი ნამუშევარია. აღნიშნული სპექტაკლი, თბილისში ფესტივალ „დურაჯზე" იყო წარდგენილი, რომელმაც ნიკოლოზ საბაშვილს დიდი წარმატება მოუტანა. მას საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ტიტული მიენიჭა. „ქაღალდის წვიმას" მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალციხელი მაყურებელი ხვალაც იხილავს.
| : 0.0/0