მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე, სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

 რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის" წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პრობლემების განიხილეს: საძოვრები, ვეტერინარია, რძის რაოდენობა, კონტროლი, ხარისხი, ჰიგიენა და პირუტყვის მოვლის ტენდენციები ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს. მათ ის ორი ძირითადი პრობლემა შეარჩიეს, რომლებიც ხუთივე მუნიციპალიტეტში პირველ ადგილზე დგას. ასპინძას, ახალციხეს, ადიგენს, ახალქალაქსა და ნინოწმინდას ყველაზე მეტად ამ ეტაპზე საძოვრებისა და ვეტერინარიის პრობლემა აწუხებს.

მრჩეველთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ საძოვრების ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რის გამოც საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს. ამიტომ მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან უნდა დაიწყოს. სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის განვითარების მრჩეველთა საბჭო 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა, მისი მიზანი სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარებაა.

| : 0.0/0