,,მშვიდობის კორპუსი“ ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში
  საზაფხულო სკოლაში, რომლის ფარგლებშიც მშვიდობის კორპუსი ბაკურიანში ერთ კვირიან სწავლებას მართავს 32 გოგონაა ჩართული. სასწავლო ჯგუფში სხვადასხვა სოფლიდან შეირჩეული გოგონები ირიცხებიან. პროექტში ჩართულნი არიან ლტოლვილები და უმცირესობების წარმომადგენლები. ღონისძიება ასოციაცია „ჰერა 21–ეს", ფონდის „ტასოსა" და მშვიდობის კორპუსი – საქართველოს ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება. „საზაფხულო ბანაკში ყურადღება ექცევა ისეთ თემებს, როგორიცაა თვითშეფასება, ლიდერობა, კარიერული შესაძლებლობები, გენდერული როლები და ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც სექსუალურ ჯანმრთელობასა და აივ შიდსის თემებს მოიცავს" –GLOW საქართველოში უკვე მეორე წელია იმართება. წელს საზაფხულო სკოლა 3 სექტემბერს დაიწყო და 9 სექტემბრამდე გასტანს. მასში 13–დან 16 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობენ. მშვიდობის კორპუსი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ 1961 წელს დაარსდა. საქართველოში კი იგი 2001 წელს შეიქმნა.
| : 0.0/0