ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „ვალე“ და „სარფი“ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს
კერძოდ, „ვალეში“ თურქეთის მხრიდან კანადის მოქალაქე რ.შ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ აღმოაჩნდა (14,5 აბი). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ადიგენის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. 10 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „დიაზეპამი“, 20 აბინარკოტიკული საშუალება „დიფენოქსილატი“ და 10 აბი ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „კოლდაქსი“ აღმოჩნდა ირანის მოქალაქეა.ფ.-ის ბარგში, ხოლო ირანის მოქალაქე კ.მ.-ს მალულად 7 აბისამედიცინო პრეპარატი „კოლდაქსი“ (ფსევდოეფედრინი) და 8 აბინარკოტიკულისაშუალება „დიფენოქსილატი“ შემოჰქონდა. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. „სარფის“ კონტროლის ზონაში დააკავეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ზ.მ., რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჯე ოფიცრებმა მედიკამენტი acetaminophen codeine 300/10 (10 აბი) აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციას გადაეცა.
| : 0.0/0