ნატოს წარმომადგენლები ახალციხეში
 გაიცანი ნატო-,,საერთო სამოქალაქო მრავალეროვანი საქართველოს~ ინიციატივის ფარგლებში დღეს ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დიპლომატები ესტუმრნენ. მათ პროფესორ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გამართეს. რა არის ნატო, პროგრამები და ნატოს ავღანეთის მისია-ეს ის სამი ძირითადი საკითხი იყო, რაზეც ყურადღება გამახვილდა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას პირდაპირი კონტაქტი არა აქვს ნატოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ამიტომ ამგვარი ვიზიტები და საჭირო ინფორმაციის მიღება კომპეტენტური პირებისაგან მნიშვნელოვანია, განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა. მისი თქმით ავღანეთის მისიაში საქართველო ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამიტომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.
| : 0.0/0