ნინოწმინდის მოსახლეობა ითხოვდა შეხვედრა სამცხე–ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან
ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან 40 –მდე ადამიანმა აქცია გამართა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან ითხოვდა შეხვედრას. როგორც ჯავახეთის მაცხოვრებლები ამბობენ, მათ პრობლემები სასოფლო–სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით შეექმნათ. სოფელ როდიონოვკის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთარ სარგებლობაში წლების მანძილზე ჰქონდათ, თუმცა 3 დღის წინ 2–მა ადამიანმა ადგილობრივებს, დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათ არენდით აქვთ აღებული და მოსახლეობას მისი გამოყენების უფლება არ აქვს. აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ სახელმწიფო რწმუნებულთან, მათი თქმით აღნიშნულ დოკუმენტში, რომელიც მათ წარუდგინეს, სახელმწიფოსგან ნებართვა არ იყო.
| : 0.0/0