ონლაინ კონფერენციის მორიგი სტუმარი საკრებულოს ახალი თავმჯდომარე იყო
  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის კითხვებს, ამჯერად, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა უპასუხა. როგორც ონლაინ კონფერენციის დღევანდელმა სტუმარმა განმარტა, მოსახლეობისაგან კითხვები სხვადასხვა შინაარსის იყო, თუმცა მათი დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურას ეხებოდა. ოლეგ სანდროშვილის თქმით, დღევანდელ კონფერენციაზე მოსახლეობის აქტიურობა არ იგრძნობოდა. საკრებულოს პირველი პირი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ასეთ რეჟიმში ურთიერთობას მიეჩვევა. აღნიშნული კონფერენცია პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის" ფარგლებში იმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი" ახორციელებს. მის მიზანს საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაახლოება წარმოადგენს. ვინ იქნება მომავალ კვირას შემდეგი ონლაინ კონფერენციის სტუმარი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
| : 0.0/0