ორფოლოს პოლიგონზე საბძოლო სადემონსტრაციო წვრთნები მოეწყო
2 ოქტომბერს ორფოლოს პოლიგონზე საბძოლო სადემონსტრაციო წვრთნები მოეწყო. იმიტირებულ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. სწავლებაში საარტილერიო, საავიაციო და სატანკო ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისა და II საარტილერიო ბრიგადის მონაწილეობით ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება „ეგრისი 2013" დასრულდა. საჩვენებელი საველე წვრთნა დღეს, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა. იმიტირებულ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის მინსირტის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. წვრთნებში საარტილერიო, საავიაციო და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლება მიზნად ისახავდა ოცეულების დონეზე, ქვედანაყოფების მომზადებას. საჩვენებელ ბრძოლაში ქვეითებმა საარტილერიო და სატანკო მხარდაჭერით ისარგებლეს და მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანა შეასრულეს. სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანაში 22-ე ბატალიონის ასეულები თანამიმდევრობით ჩაერთვნენ და საკუთარი პოზიციებიდან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით სამიზნეები გაანადგურეს. იმიტირებულ საჩვენებელ ბრძოაში II საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო საშუალებები და „დანა" დივიზიონის ოცეულიც იყო ჩართული. დასკვნით ფაზაზე წვრთნები სატანკო დანაყოფის მხარდაჭერით გაგრძელდა. ორფოლოს პოლიგონზე ოცდამეორე ბატალიონი წვრთნებს ორი კვირის განმავლობაში გადიოდა. საჩვენებელ ბრძოლებს პარალელურ რეჯიმში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი დააკვირდა, რის საფუძველზეც ინფორმაციის შეჯერება მოხდება და სამომავლოდ ხარვეზებიც გამოსწორდება. 
| : 0.0/0