პოლიტიკური მართვის პროცესებში სომხები არ მონაწილეობენ. გაღვიძების დროა.
რამდენიმე დღის წინ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ჩატარებული კვლევის თემა იყო „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-სთვის 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტის წევრი ძალიან ცოტაა. 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს. გამოკითხულთა 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. მეტი სიცხადისთვის დავამატებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2 061 753 (46,5%) კაცი და 2 309 782 (53,5%)ქალი ცხოვრობს.

მართლაც, საქართველოს პარლამენტის მაგალითზე „მშრალ“ ციფრებს თუ გადავხედოთ, გამოდის, რომ, გენდერული თანასწორობის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს. ქვეყნის მოსახლეობის 53,5% პარლამენტში სულ 17 დეპუტატით (11%) არის წარდგენილი. თუმცა, ამ საკითხს -ქვეყნის ცხოვრებაში ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ჭრილში თუ განვიხილოთ, ჩვენს თვალთწინ სულ სხვა, მეტად ოპტიმისტური სურათი წარსგება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი-ქალები სრულფასოვნად მონაწილეობენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. მეტიც, დეპუტატი-ქალები მოღვაწეობენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციების თავმჯდომარისა და მათი მოადგილეების თანამდებობაზე. ერთსაც დავამატებთ, რომ ქვეყნის მართვის სხვა რგოლებში ქალების მონაწილეობა -საგრძნობია. ქვეყანას ჰყავს 3 მინისტრი-ქალი(19 სამინისტროდან), ასევე სხვადასხვა მინისტრის 12 მოადგილე. ქალების მონაწილეობა ასევე საგრძნობია ქვეყნის მართვის სხვა დონეებზეც -სამინისტროების დეპარტამენტები, გამგეობები, საკრებულოები და ა.შ.

ამგვარად, რა თქმა უნდა ქალების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში, მათი რაოდენობის პროპორციული არ არის, თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს მონაწილეობა ნულოვანი, ან არასაგრძნობი. მიუხედავად ამისა სახელმწიფომ, გენდერული თანასწორობის საკითხი საკუთარი ყურადღების ქვეშ მოაქცია. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის, სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ქალებს უფრო მეტად ჩართავს ქვეყნის მართვის სხვადასხვა რგოლების მუშაობაში.

სულ სხვაგვარად მდგომარეობს ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის საკითხი...

ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 710 362 მოქალაქე(16,2%) -ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მსხვილი ჯგუფი -აზერბაიჯანლები(6,5%) და სომხები(5,7%) არიან. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში და ზოგოადად პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობას -აქ არსებული ციფრები ბევრის მთქმელია. საქართველოს პარლამენტში სულ არაქართველი ეროვნების 9 დეპუტატია წარდგენილი. 3 სომეხი, 3 აზერბაიჯანელი, 2 უკრაინელი და 1 ეზიდი. იმ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა ეროვნული უმცირესობების რაოდენობასთან მიმართებაში პროპორციული რომ ყოფილიყო, ეროვნული უმცირებობების წარმომადგენელ-დეპუტატების რიცხვი - 24-25 იქნებოდა. აქედან 9-10 აზერბაიჯანელი და 8-9 სომეხი დეპუტატი იქნებოდა.

აქ ვე აუცილებელია ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოში არც ერთი არაქართველი მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ან თუნდაც სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე -არ არის.

რას ნიშნავს ეს ვითარება? -იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის 16,2%-ის ხმა და ინტერესი -არსად არის წარდგენილი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოხელეებს ამ დასკვნაზე შეუძლიათ ბევრი იკამათონ და თავის გამართლება სცადონ, მაგრამ იმის და გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ეროვნული უმცირესობების ფუნდამენტური პრობლემებიდან ქვეყნის პარლამენტში არც ერთი არ იყო განხილული ან თუნდაც წარდგენილი, მეტყველობს იმაზე, რომ წარმომადგენლობის კუთხით ეროვნული უმცირესობებს სერიოზული პრობლემა გვაქვს.

მეტსაც ვიტყვით. პარლამენტის ოფიციალურ საიტზე არსებობს ცალკე განყოფილება-რუბრიკა, სახელწოდებით „ქალები პარლამენტში“, რაც რა თქმა უნდა სრულიად მისასალმებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა თუ არა, ყურადღება და საკითხის ლობირება მაინც არსებობს. დავამატებთ, რომ სახელწოდებით „ეროვნული უმცირესობები პარლამენტში“ შესაბამისი რუბრიკა -არც კი არსებობს...

თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობებისა და ქალების მონაწილეობას ერთმანეთს შევადარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მართვაში ქალების მონაწილეობის დონე დაკავშირებულია შესაბამისი პოლიტიკის(გენდერული თანასწორობის პოლიტიკის) არარსებობასთან, ვიდრე ქალების „არდაშვების“ მიზანმიმართულ პოლიტიკის არსებობასთან. თავის მხრივ პოლიტიკურ მართვაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დონე, ყველა არსებული ფაქტის გათვალისწინებით, გვაფიქრებს, რომ ეს არა „უყურადღებობის“, არამედ მეტ წილად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება გამოსავალს... ორი გზა არსებობს. პირველი არის ის, რომ სახელმწიფო, გენდერული პოლიტიკის მზგავსად, ეროვნული უმცირესობების მიმართებაშიც შეიმუშავოს ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში ამ უმცირესობების მონაწილეობის პროპორცია-ფორმულა, რაც ბუნებრივია კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებების შეტანასთან იქნება დაკავშირებული. მეორე კი, უფრო მყარი, და ქვეყანაში ჩამოყალიბებულ დემოკრატიის მოდელთან უფრო დაახლოებული გამოსავალი იქნებოდა ის, რომ ეროვნულ უმცირესობებს საკუთარი პოლიტიკური გაერთიანებები შეექმნათ და ამ სახით მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში.

სავარაუდოდ, ამ საკითხის გადაჭრასთან ახლოს ჯერ კიდევ არ ვართ, თუმცა, ფიქრი, ანალიზი და შესაბამისი მომზადება -უკვე უნდა დავიწყოთ.

Armenian Community of Georgia
| : 0.0/0