პრემიერა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თატრში
"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”- ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. 2008 წლის ომის ამსახველი ფაქტები და ადამიანი, რომელიც კონფლიქტის ზონაში არსებულ საკუთრებას იცავს, სცენარის მთავარ თემას წარმოადგენდა. რუსეთ საქართველოს ომი პატრიოტული შემართება და სამშობლოს სიყვარული ახალციხელმა მაყურებელმა ერთ მოქმედებიან დრამაში იხილა. სპექტაკლში მოქმედება ცხინვალის რეგიონში ვითარდება, სადაც მთავარი გმირი ქართული მიწისა და მამა-პაპისეული საგანძურის დასაცავად იბრძვის. "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. იგი მიმდინარე სეზონის მეორე პრემიერაა. ამას გარდა, მსახიობები ახალციხელ მაყურებელს მომავალში კიდევ 5 პრემიერას შესთავაზებენ.
| : 0.0/0