პატიმრების წამების ფაქტებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც გამოეხმაურა
 დღეს სტუდენტებმა ქალაქის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. „არა ძალადობას", „არ აწამო!" დაისაჯონ დამნაშავეები – ამ შეძახილებით მშვიდობიანი აქცია სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყეს და სხვადასხვა სტრუქტურები შემოიარეს. რამდენიმე წუთით ისინი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, პოლიციასთან და იუსტიციის სახლთან შეჩერდნენ. როგორც ისინი ამბობენ აღნიშნული ქმედებით მათ სოლიდარობა ქვეყნის მასშტაბით იმ სტუდენტებს გამოუცხადეს რომლებიც პატიმართა წამების ფაქტებს გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს საპატიმროებში ძალადობის შეწყვეტა და ადამიანის უფლებების დაცვა იყო. სტუდენტების პროტესტი ქალაქში ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა დღევანდელი აქცია ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულეს.
| : 0.0/0