პანაშვიდის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვარმა მიმართა რა მორწმუნეებს, მოუწოდა მათ ერის შვილების დაკარგვის გამო ლოცვისკენ, სიფხიზლისა და ნების გამოჩენისკენ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის მეგობრობას როგორც საქართველოში ქართველებთან, ასევე რუსეთში რუსებსა და სხვა ხალხებთან და მოუწოდა მწუხარების გამკლავებისკენ ერთობლივად და სომეხი ადამიანის ღირსებით.
მორწმუნეებმა ლოცვა აღავლინეს პატარა სერიოჟას გამოჯანმრთელების ვედრებით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან სომხეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ექიმები. დამსწრეებმა სანთლების დანთებითა და საკმევლის კმევით ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის.
პანაშვიდის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლები, სათვისტომოს მოღვაწეები.
პანაშვიდი შესრულდა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და ბათუმის სომხურ ეკლესიებში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური