ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელმა გაიარა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.
რკინიგზის დატესტვის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოების დასრულებისთვის წლის ბოლომდე ყველაფერი გაკეთდება.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად 180 კილომეტრი რკინიგზის გაყვანის სამუშაოები დამთავრებულია.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა კი განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან იმყოფება საქართველოს ულამაზეს მიწაზე, ფაქტობრივად თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან. მისი თქმით, პირველი მგზავრები ამ სატესტო მატარებლით იყვნენ ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც ზია მამედოვმა აღნიშნა, ხელისუფლების ნების პირველი ეტაპი შესრულებულია.
| : 0.0/0