რეგიონის განვითარებისათვის სტრატეგია 2014–2021 წლებში
რეგიონის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა – ეს ის 4 მიმართულებაა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 2014–2021 წლებში სამცხე–ჯავახეთის განვითარება მოხდება. სტრატეგია, რომლის შემუშვებაშიც მონაწილეობას 6–ვე მუნიციპალიტეტის იღებდა, სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. მხარის განვითარების პერსპექტივებზე, სიახლეებზე, მის ძირითად მიმართულებებსა და სახელმწიფო ფონდიდან დაფიანასებულ პროექტებზე სტარტეგიის ორგანიზატორებმა იმსჯელეს. სამცხე–ჯავახეთის განვითარების სტრატეგია რეგიონული სამინისტროს კოორდინაციითა და მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა. უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, მსგავსი დოკუმენტის არსებობა ხელს რეგიონიში სამუშაოების სწორად წარმართვას შეუწყობს და აქ არსებულ სხვადასხვა დარგის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. იგი 8 წლიან პერიოდს მოიცავს. ამ ეტაპზე სამინისტროსა და რეგიონის წარმოამდგენლების მხრიდან 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშვება მიმდინარეობს.
| : 0.0/0