რეგიონში არსებულ უმცირესობებსა და კონფლიქტების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
როგორ ცხოვრობენ სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ადამიანები და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, ამ საკითხებზე მონაწილეებმა კონფლიქტოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. გენდერისა და მრავალფეროვნების თემაზე შეხვედრა დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. რეგიონში არსებულ უმცირესობებსა და კონფლიქტების საკითხებზე სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, მსგავსი შეხვედრების მიზანია მომდევნო 24 თვის განმავლობაში იმ საკითხებზე იმუშაონ, რომლებიც საქართველოს რეგიონებს აწუხებს. აქ არსებული კონფლიქტები კი, რაც შესაძლებელია რომელიმე ეთნოსის ან რელიგიის წარმომადგენლებს შორის იყოს მშვიდობიანად მოგვარდეს. აღნიშნულ პროექტს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ახორციელებს. იგი ქვეყნის სამ რეგიონში მიმდინარეობს. სამიზნე ჯგუფები ახალციხის გარდა ზუგდიდასა და გორში ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას სხვა რეგიონში არსებული სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს გაუზიარებენ. სამომავლოდ კი სამივე ქალაქის ჯგუფი მედია მონიტორინგის კვლევაში ჩაერთვება.

| : 0.0/0