რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ახალციხეში
  საქართველოს თითოეულ სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობა უნდა შეიქმნას –ინიციატივა დღეს ახალციხეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გააჟღერა. თენგიზ შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე თავად ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იზრუნოს, აღნიშნული პროცესი კი ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის განვითარებას ხელს შეუწყობს. სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ. მათი განმარტებით, სოფელში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა არ გაამართლებს, რადგან აქ სამოქალაქო საზოგადოება პასიურია. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართვა გართულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრტოს წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული საკითხი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად 2013 წელს მიიღებს. ახლად ჩამოყალიბებული სისტემის სრულყოფა, საფინანსო, ეკონომიკური, ინსტიტუციური კუთხით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ მოხდება. 
| : 0.0/0