რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს ნინოწმინდას ესტუმრა
პაატა ზაქარეიშვილი სამცხე–ჯავახეთის მესამე სექტორს სამინისტროს აპარატისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა იმ  არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებიც ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართულნი  ინტეგრაციის პროცესებში შემდეგი მიმართულებებით: რელიგია, კულტურა, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, მედიის ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  მინისტრს კითხვები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესებზე და მათ განათლებაზე დაუსვეს, რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით რეგიონში და რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. პაატა ზაქარეიშვილმა ნინოწმინდაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე დაყენებული ყველა საკითხი მნიშვნელოვანია და მათ მოგვარებაზე სამინისტრო აქტიურად იმუშავებს. 
| : 0.0/0