რობერტ კანდახსაზოვის ხსოვნას მიძღვნილი გამოფენა თბილისში
22 ნოემბერს თბილისში კავკასიის სახლში გაიხსნა  თბილისელი მხატვარი რობერტ  კანდახსაზოვის ხსოვნას მიძღვნილი გამოფენა. ამ გამოფენაზე  უმეტეს წილად წარმოდგენილი იქნა ნახატები ოსტატის პირადი კოლექციიდან. ,,ეს ღონისძიება გაგრძელდება სამი დღე’’ – განაცხადა ,,ჰაყასტან.ცომ’’-მა.

   რობერტ კანდახსაზოვი აბგარის ძე დაიბადა 1937 წელს თბილისში ექიმის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მხატვარმა მიიღო გადაწყვეტილება  არ გამოეფინა თავისი ნამუშევრები, რათა დაეცვა მათ იდეოლოგიზმის და კონიუქტურისგან. მან ნამუშევრების გამოფენა 1964 წლიდან დაიწყო. ფერწერის გარდა ის დაინტერესებული იყო დიზაინით, წიგნის გრაფიკით, სცენოგრაფიით. 1968 წელს ის გახდა მხატვართა გაერთიანების წევრი. საქართველოს საპატიო მხატვარმა საქმიანობა მოიპოვა ასევე რუსეთში, სომხეთში, საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში. ისრაელში, ავსტრალიაში გამართულ შეხვედრებზე.

რობერტ კანდახსაზოვი გარდაიცვალა 2010 წელს მოსკოვში.

| : 0.0/0