რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდება

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის” იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისის თვეში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.
ქართველ მუსლიმთა თავმჯდომარე საპარლამენტო ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს. ტარიელ ნაკაიძის თქმით ამ დრომდე არც არსებული კანონი მუშაობდა, რომელმაც საქართველოში რელიგიური უმცირესობების საკითხები უნდა დაარეგულიროს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს" – მიიჩნევს კაპუცინელთა ორდენის ბერი. მამა ტომაშის თქმით, თუკი სახელმწიფომ კანონის მიღება გადაწყვიტა, მას ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს.
„გულსატკენია, როდესაც რელიგიას, სასულიერო პირებს ეხებიან" – აღნიშნავს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი. „იმისთვის, რომ საქართველოში ყველა აღმსარებლობის მიმართ პატივისცემა დამყარდეს, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ შეურაცჰყოფა არცერთ კონფესიას მიაყენოს" – მიიჩნევს მეუფე თეოდორე
კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. პროექტის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან მისი შესაბამისობა დაზუსტდეს. ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.