საერთაშორისო აღიარების პიანისტი ახალციხეში
ამერიკელი პიანისტი რომან რუდნიცკი დღეს ახალციხეს ესტუმრა და სამუსიკო სკოლაში ადგილობრივებს ორმოქმედებიანი ღონისძიება შესთავაზა. იგი საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტია, მის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უსმენენ. მას 45 მუსიკალური ნაწარმოები აქვს შესრულებული. რომან რუდნიცკმა ახალციხელებს ცნობილი კლასიკოსებისა და ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებები წარუდგინა. პიანისტის ტურნე საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით განხორციელდა. ახალციხის შემდეგ რომან რუდნიცკი საქართველოს სხვა ქალაქებსაც ესტუმრება
| : 0.0/0