საგრანტო კონკურსი საზღვრისპირა რეგიონებისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკური გამოცხადდა. სოციალურ და ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესება, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გეგმა და ახალგაზრდების დაახლოების მიზნით განხორციელებული აქტივობა–მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სომხეთსა და საქართველოს დამეგობრების კუთხით არასათავრობო ორგანიზაციებს პროექტების დაწერის საშუალება მიეცემათ.

პრეზენტაცია დემოკრატიული ცართულობის ცენტრში შედგა. მას სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსებული არასამთავორბო ორგანზიაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტების წარდგენა 4 თებერვლამდე მოხდება, შემდეგ კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ორგანიზარტორთა განმარტებით, აღნიშნული პროეტქების განხორციელება ქართულ და სომხურ ურთიერთობებს გააუმჯობესებს. ამ კუთხით ორ რეგიონს შორის კონფლიქტების რისკების შემცირება მოხდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ხუთ რეგიონში ხორციელდება.
| : 0.0/0