საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს გაიმართება
2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნუიციპალიტეტებში 14 ივლისს გაიმართება.

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ახალციხეში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრები ოფიციალურად დასახელდებიან. თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრების წარდგენა კი ამავე დღეს 15:00 საათზე მოხდება. თეა გავაშელი ამბობს, რომ სხდომის გახსნისას იგი წევრებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს წარუდგენს და მათ შემადგენლობას დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში როგორც თვითმართველი ქალაქის საკრებულოში ხუთი მაჟორიტარული და ათი პროპორციული სისტემით არჩეული წევრი შევა, რომელიც სამი პარტიის: „ქართული ოცნების“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელებისაგან დაკომლპექტდება.

რაც შეეხება თვითმართველი თემის საკრებულოს, საკანონმდებლო ორგანოს 15 მაჟორიტარული და ამავე რაოდენობის პროპორციული სისტემით არჩეული წევრი ეყოლება, თუმცა მათ შემადგენლობაში მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შევლენ.
| : 0.0/0