საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. დღესასწაული თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში დღეს განსაკუთრებულად აღინიშნა. ახალციხე ეროვნულ დღესასწაულს არაერთი ღონისძიებით შეხვდა. 26 მაისისადმი მიძღვნილმა სპორტულმა და კულტურულმა სანახაობებმა სტარტი დღის 12 საათზე აიღო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, შოთა რუსტაველის ძეგლთან გარბენი გაიმართა. ბირთვის კვრა, შუბის , უროსა და ბადროს ტყორცნა კი ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონმა უმასპინძლა გაიმართა. დღესვე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. 12 საატზე დაიწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები რაბათის კომპლექსშიც. ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში მოეწყო სახალხო სეირნობა. ხელოვნებისა ქართული რეწვის ნამუშების გამოფენა გაყიდვა. დღის სამ საათზე კი ამფითეატრის სცენაზე ადგილობრივი ანსამბლების , სამეჯლისო ცეკვებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალციხეს თბილისიდან ესტრადის ვარსკვლავებიც ესტუმრნენ. ღონისძიებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. რომლის მხარდამჭერიც საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო იყო.

| : 0.0/0