საქართველოს პარლამენტის ეროვნებით სომეხი დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას

„მე დღეს განცხადებას ვაკეთებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ როგორც სომეხი ეროვნების წარმომადგენელი.

პრეზიდენტის მრავალჯერადი განცხადება სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან შესაძლო მოწყვეტის შესახებ, არის საბოტაჟი , სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

სააკაშვილს სსურს თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს.ეს არ მოხდება. ვაცხადებ ამ კუთხის სახელით.

სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო, და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე.ულამაზესი არა მხოლოდ თავისი ბუნებით, არამედ თავისი ხალხით, რომლებიც, საუკუნეების მანძილზე ძმებივით ცხოვრობდნენ ამ მიწაზე.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს- ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით.ამას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს. პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობაა არა მტრობის და სიძულვილის დათესვა, თავის ქვეყნის მოქალაქეებს შორის, არამედ პირიქით- მათში სიყვარულის და სიკეთის დანერგვა.

ჩვენ დღემდე არ გავაკეთეთ კომენტარი მის განცხადებებზე, მაგრამ თუ კი ის კიდევ გააგრძელებს ამაზე საუბარს, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება კიდევ უფრო მკაცრი".

რუსლან პოღოსიანი (დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება")
| : 0.0/0