საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯავახეთში
  ნინოობის დღესასწაული ფოკის მონასტერში შეკრებილ მრევლს დავით ბაქრაძემ მხარის რწმუნებულთან, ლაშა ჭკადუასთან ერთად მიულოცა. ჯავახეთში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივების დღესასწაულს დაესწრო და სოფელ სათხის 94–ე წლისთავი თემის მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. გარდა ამისა დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას ჯავახეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ეკონომიკური და სოციალური პროექტები გაგრძელდება. ჯავახეთში ვიზიტისას მან 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, სოფელ სათხეში სტადიონი გახსნა და ცხენით ჯირითსაც დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივებმა საქართველოს ჰიმნითა და ეროვნული ცეკვებით გააცილეს. 
| : 0.0/0