საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალციხის ნინოწმინდiსა და ბორჯომiს მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატebi დაასახელა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალციხეში მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატად სამცხე–ჯავახეთის ყოფილი საოლქო პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი დაასახელა. კანდიდატის წარდგენას შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი საზოგადოება შეძახილებით შეხვდა. „თქვენი რეაქცია მაფიქრებინებს, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ" – განუცხადა მოსახლეობას დავით ბაქრაძემ.

მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატის დასახელებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

ახალციხემდე დავით ბაქრაძე ნინოწმინდასა და ბორჯომს სტუმრობდა, სადაც ასევე მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატები დაასახელა. ნინოწმინდაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი მაჟორიტარი დებუტატი ენძელ მკოიანი იბრძოლებს, ხოლო ბორჯომში –დებუტატობის მანდატის მოპოვებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა ხვედელიანი შეეცდება.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სამცხე–ჯავახეთი ამ დრომდე საქართველოში ყველაზე მიტოვებული კუთხე იყო. მისი თქმით, რეგიონის განვითარება და ადგილობრივების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ქვეყნის ერთერთი პირობაა.
| : 0.0/0