საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი დაინიშნა
  აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა ბექაური ახალციხელმა გელა ლეკიშვილმა შეცვალა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. საფინანსო ეკონომიკურ სფეროში მრავალი კურსი აქვს გავლილი და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, საქმიანობა რიგითი ოპერატიული თანამშრომლის პოსტიდან დაიწყო, შემდეგ კი წლების მანძილზე გამომძიებლად მუშაობდა . ხელმძღვანელობდა სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს. იყო ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში კი სახელმწიფო საქმიანობას არ ეწეოდა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. როგორც გელა ლეკიშვილი ამბობს, მისი მუშაობის პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ყველა მეწარმის ინტერესი სათანადოდ იქნება დაცული..
| : 0.0/0