საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა საფარის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური ფონდი ახორციელებს 3 198 099,81 ლარია.

დღესვე პრემიერ მინისტრმა და ბორჯომში „მცირემეწარმეობის პროგრამის“ ფარგლებში მოქმედი, ბორის თათეშვილის საიუველირო–სადურგლო საამქო ახალციხეში და თემურ მაისურაძის „ამხანაგობა ჩუქურთმა“ მოინახულა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე, ესტუმრა სოფელ წნისში მდებარე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ მეცხოველეობის ფერმას, რომლის შემადგენლობაშიც 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, რძის გადამამუშავებელი საწარმო და პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო შედის.

პრემიერ მინისტრის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ბორჯომში დასრულდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი" გახსნა.







| : 0.0/0