საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ახალციხის ადმინისტრა

 საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტში კერძოთ სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სადაც ახალციხის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და თვითმართველობის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ესწრებოდა. განიხილეს როგორც რეგიონის განვითარების სტრატეგია ასევე საქართველოს მთავრობისა და ევრო კავშირის შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების (საქართველოში რეგიონალური განვითარების რეფორმის მხარდჭერა) ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეხვერრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ყველა შემდეგი ინფრასტრუქტურული სოციალური თუ აგრარული პროექტების სტრატეგიიდან, რომლის სამუშაოები იყო დაწყებული მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა. რეგიონში იკვეთება სოციალური და აგრალული პრობლემები და ის რესურსი რომელიც აქვს ამ კუთხეს, აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

რეგიონული განვითერბის საბჭო გაყოფილია ოთხ სამუშაო ჯგუფად, სადაც შედიან რეგიონული ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და არასამტავრებო სექტორი. თითოეული ჯგუფი მუსაობს გარკვეული დარგების მიხედვით. ესენია: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.  


| : 2.0/1