საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ლამაზი სიურპრიზებით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ყველა ბავშვს დაურიგდა ფერადი ბუშტები. ღირსეული მამულიშვილის - სერგეი არუთიუნოვისაგან ღონისძიების ყველა დამსწრე ბავშვს მიართვეს გემრიელი ნაყინი. შემდეგ ღონისძიება ლამაზი სიმღერებით დაამშვენეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი„ ბავშვთა გუნდმა (ქორმაისტერი: მარი აბულიანი) და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. დასასრულს ყველა ბავშვს „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ კარენ ერიციანმა დაურიგა ბავშვებისაგან მათი თანატოლებისათვის გამოგზავნილი საჩუქრები. ყველა ბავშვი სახლში საჩუქრით დაბრუნდა.