საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანის და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის ინიციატივით, თბილისელი ახალგაზრდების შემადგენლობით მოხალისეთა რაზმმა, 2015 წლის 15 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ბუნებრივი სტიქიის შედეგებისაგან ქალაქის დასუფთავების სამუშაოებში.

დილით რაზმმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღო დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის გამართულ პანაშვიდში, რომელიც აღავლინეს მღვდლებმა სამველ თოროსიანმა და ნარეკ ღუშჩიანმა. შემდეგ მოხალისეები, შეიარაღებული ნიჩბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით, ფეხით მივიდნენ ტრაგედიის ადგილამდე - გმირთა მოედნამდე, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე შეასრულეს გაწმენდითი სამუშაოები, ტალახისა და შლამისგან ათავისუფლებდნენ ტერიტორიას, მონაწილეობა მიიღეს გზის გახსნის საქმეში. ახალგაზრდებმა მთელი დღე იმუშავეს და გამოხატეს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის გაგრძელების მზადყოფნა.

შეგახსენებთ, რომ 2015წლის 14 ივნისს თბილისში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპლთა რიცხვმა ბოლო მონაცემებით 15-ს მიაღწია, მათ შორის ოთხი ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეა - ლიანა, ჟანა და სვეტლანა ეღიაზაროვები და ნანა თილიშვილი-ეღიაზაროვა. დაკარგულთა რიცხვი 9 არის. უსახლკაროდაა დარჩენილი 24 ოჯახი. დაკარგულთა ძებნის სამუშაოები გრძელდება.
| : 0.0/0