საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

ლტოლვილთა სამინისტრო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. ამიტომ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
პროგრამის პრეზენტაცია 9 ივნისს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი და მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროგრამა, ევროკავშირის დაფინასებით, 2011 წლიდან ხორციელდება. თუმცა წელს პირველად საქართველოში მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.