საქველმოქმედო აქცია ადიგენში
,,გჯეროდეს შენი ოცნებების ახდენა ყველას ერთად შეგვიძლია"–ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ადიგენის კულტურის სახლში. საქველმოქმედო კონცერტით ადიგენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანადგომა თემში არსებული იმ ოჯახების მიმართ გამოხატეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. 5 სოციალურად დაუცველთა შორის ერთერთი ართმელაძეების ოჯახიც იყო, რომელთაც საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაეწვათ. ღონისძიება სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და სხვადასხვა ადამიანებმა მიიღეს. საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია. ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის ტკბილეული და ფულადი თანხა შეგროვდა, რომელიც ორგანიზატორებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს. საქველმოქმედო აქცია ადიგენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართეს.
| : 0.0/0