სამი დღე და სამი გადამდგარი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ახალციხის და რეგიონის მმართველ სტრუქტურებში
13 ივლისი:

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი დაკავებული პოსტი დატოვა. ამასთან ერთად მან განცხადება დაწერა „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც. იგი პოსტების დატოვების მიზეზად, თბილისიდან ახალ შემოთავაზებებს ასახელებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ თანამდებობებიდან წასვლით კოალიცია „ქართული ოცნება” არ დაუტოვებია. მოადგილის გადადგომაზე მცირე კომენტარი გააკეთა მხარის გუბერნატორმა. აკაკი მაჭუტაძე, კაჭკაჭაშვილის მოადგილის პოსტზე მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა მისი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თანამდებობიდან წასვლას აფასებს ადიგენის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ლობჯანიძისთვის კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო, თუმცა გასაკვირი არა. ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, სწორედ კაჭკაჭაშვილს უკავშირებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ გასული წლის იანვრის თვეში დაინიშნა, აღნიშნულ პოსტს იგი წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

14 ივლისი:

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შპს “კეთილმოწყობის” სამსახურის უფროსი გიორგი ბალიაშვილი თანამდებობა დატოვა. კითხვაზე არის თუ არა ეს დაკავშირებული სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის გადადგომასთან, მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თქმით, ბალიაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაწერა და აღნიშნულთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი გვარამაძის თქმით, მის მოვალეობას დროებით გიორგი ლონდარიძე ასრულებს. გიორგი ბალიაშვილი აღნიშნულ პოსტზე 2014 წლის ივლისის თვეში დაინიშნა, რომელმაც თანამდებობაზე ამირან ნოზაძე შეცვალა.
15 ივლისი:

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილმა თანამდებობიდან გადადგა. კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო რამიშვილის თქმით, გიორგი ბაგინაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პრესსამსახურის თქმით, ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის თუ ვინ ჩაანაცვლებს ბაგინაშვილს. თავად სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის უკვე ყოფილი მენეჯერი განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და განცხადებაც არ დაუწერია. გიორგი ბაგინაშვილმა სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ ინფორმაციას დააზუსტებს და კომენტარს აღნიშნულის შემდეგ გააკეთებს. თუმცა, აღნიშნული პასუხის მერე ზარებს ბაგინაშვილი აღარ პასუხობს.
| : 0.0/0