სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა

ანალოგიური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვა რეგიონებში 9 ივლისს გორიდან დაიწყება და 25 აგვისტოს ბოლნისში, ყაზბეგსა და მესტიაში დასრულდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას, ღია ეთერით ე.წ. სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება, რომელიც ძველ ტელევიზორებსაც უერთდება. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს.
ციფრულ მაუწყებლობაზე, საქართველო 17 ივნისს უნდა გადასულიყო, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო პროცესი ორი კვირით გადაიდო