სამცხე–ჯავახეთიდან სამინისტროში შესარჩევად სულ 58 პროექტი შევიდა
  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადების პროცედურები და სამთავრობო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე გახდა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ამ  მიმართულებით პირველი ეტაპი - მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინისტრაციებიდან პროექტების მიღების პროცესი დაასრულა და უკვე მეორე ეტაპს - პროექტების შერჩევის პროცესს დაიწყებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა პროექტები ყველა მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან მთლიანობაში 200 მილიონი ლარი დაიხარჯება,  140 მილიონით მეტი,   ვიდრე ამავე ფონდისთვის  2012 წელში იყო გამოყოფილი.   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში  შესარჩევად მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო    ადმინისტრაციებიდან 1 816 პროექტია შესული.
| : 0.0/0