სამცხე–ჯავახეთის განვითარების სტრატეგიაზე ახალციხეში ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ
  ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სოციალური მიმართულება. ორი დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა აღნიშნული მიმართულებებით მიმდინარეობდა. მექანიზაცია, ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია და არაკონკურენტული გარემო, ნაგავსაყრელები–ეს და სხვა პრობლემები გამოიკვეთა ორდღიანი მუშაობის შედეგად. სამუშაო ჯგუფებმა აღნიშნული საკითხების ირგვლივ სტრატეგია და რეკომენდაციები შეიმუშავეს, შესაბამისი დასკვნების შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებს მთავრობაში წარადგენენ. რეგიონის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრებისა და ორდღიანი მუშაობის შედეგების მიხედვით, მომავალში როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტები გამოიკვეთება, რის შემდეგაც რეგიონის განვითარებისათვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. 
| : 0.0/0