სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული თურქეთის ქალაქ არდაგანს ეტუმრა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული ივანე წიკლაური 14 მაისს სამუშაო ვიზიტით, მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე მხარეს, არდაგანს სტუმრობდა. მან მხარის გუბერნატორთან და სასაზღვრო კომისართან სეიფეთთინ აზიზოღლუსთან საპროტოკოლო შეხვედრა გამართა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს საზღვრისპირა მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ამ კუთხით უკვე განხორციელებული ღონისძიებები. არდაგანის გუბერნატორთან ივანე წიკლაურის ეს პირველი შეხვედრა იყო. ქართულ დელეგაციას სამხარეო რწმუნებულის მოადგილეები გელა დემეტრაძე და ვახტანგ გეწაძე, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი წარმოადგენდნენ. ტრადიციულად საპასუხო ვიზიტით უახლოეს ხანში სამცხე-ჯავახეთს არდაგანის მხარის დელეგაცია ეწვევა. სამხარეო რწმუნებულის მოადგიოლის გელა დემეტრაძის თქმით, გამორიცხული არ არის მეზობელ სახელმწიფოებთან კერძოდ კი სომხეთთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმოს.

| : 0.0/0