სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა 3 თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა პრემიერ მინისტრს 3 თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო. აკაკი მაჭუტაძემ რეგიონში არსებულ პრობლემებსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გუბერნატორი ძირითადად სამთავრობო პროექტებს შეეხო, რომლის მიხედვითაც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგელბში წელს დაახლოებით 45 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ამ დროისათვის 38 ათასამდე ვაუჩერი უკვე დარიგებულია, რაც მთლიანი რაოდენობის 93% შეადგენს. აკაკი მაჭუტაძე პრემიერ– მინისტრს რეგიონში გაზიფიცირების პროცესის შეჩერებასა და დასაქმების პრობლემებზეც ესაუბრა. როგორც ია გოგატიშვლი აღნიშნავს, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების პროცესი გაგრძელდება და სამუშაოები წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების შესახებაც ისაუბრა. რეგიონებში სამთვიანი მუშაობის ანგარიში პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ყველა გუბერნატორმა წარუდგინა.
| : 0.0/0