სამცხე–ჯავახეთის საწავლო უნივერსიტეტის რექტორი რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის საწავლო უნივერსიტეტის რექტორი, რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. მერაბ ბერიძემ პედაგოგებს უმაღლესი დაწესებულების შენობა დაათვალიერებინა და მეორე კორპუსში გამართულ შეხვედრაზე, მათ უნივერსიტეტის სიახლეებზე ესაუბრა. რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, ბოლო პერიოდში უმაღლეს დაწესებულებაში მომხდარმა რეფორმებმა საზოგადოებაში სხვადსხვა აზრი გამოიწვია, ამიტომ მათი მიზანი იყო სკოლის დირექტორებისთვის გაეცნოთ ის სიახლეები, რაც უნივერსიტეტში ხდება და სამომავლო გეგმებზე ესაუბრათ. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მაშტაბით, 30–მდე საჯარო სკოლის დირექტორი დაესწრო. როგორც ისინი ამბობენ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია. სამცხე–ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტი ს რექტორი და პროფესორ–მასწავლებლები მსგავსი შეხვედრების გამართვას პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კიდევ გეგმავენ.
| : 0.0/0