„სამცხე–ჯავახეთის სპორტული ფესტივალი 2012“ დაიწყო
 „სამცხე–ჯავახეთის სპორტული ფესტივალი 2012" მკლავჭიდის ჩემოპიონატით გაიხსნა. ხელოვნურ ტბაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩემპიონატს დღეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით კასრაძეც დაესწრო. სპორტული ფესტივალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება. თანაორგანიზატორები კი სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სამცხე–ჯავახეთში, ასევე ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამგეობები არიან. სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, „სამცხე–ჯავახეთის სპორტული ფესტივალი 2012" მიზანი რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
| : 0.0/0