სამცხე–ჯავახეთის სპორტული ცეკვების ფედერაცია დედაქალაქიდან წარმატებით დაბრუნდა
ახალციხელი მოცეკვავეებმა 17 და 18 ნოემბერს გამართული, საქართველოს თასის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვეს. ღია ჩემპიონატში მონაწილეობას სომხეთისა და საქართველოს სამეჯლისო– სპორტული ცეკვების მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ. ახალციხელმა ბავშვებმა კი მეორე და მეოთხე ადგილები დაიკავეს, მათ საჩუქრად თასები მიიღეს. ამჟამად სამცხე–ჯავახეთის სპორტული ცეკვების ფედერაცია კიდევ ერთი ღია ჩემპიონატისათვის ემზადება, რომელიც 24 და 25 ნოემბერს სომხეთში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოსა და სომხეთის გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. როგორც მოცეკვავეები ამბობენ ისინი ჩემპიონატისათვის განსაკუთრებულად ემზადებიან და წარმატების იმედი აქვთ.
| : 0.0/0