სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა ირლანდიელ სტუმრებს უმასპინძლა
,,ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება"– ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებმა ირლანდიელ სტუმრებთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ინდივიდებს განათლების მიღების პროცესსა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ესაჭიროებათ. პროექტის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან 4 პედაგოგი გადამზადდა. სხვადასხვა სასწავლო მოდულის შემუშავებისათვის პროფესორ–მასწავლებლები აგვისტოს თვეში ირლანდიაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული მოდულების პილოტირებას ახალციხეში დააკვირდნენ ლიმერიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საკითხთან დაკავშირებით სტუდენტების მზაობა მაღალია. პროექტის ფარგლებში 2014 წლის 14 ივნისს ცნობიერების ამაღლების ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, იგი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების განათლების უფლებებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. პროეტში ევროპული მხარიდან 4 ქვეყანააა ჩართული. მას პარტნიორობას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უწევს.
| : 0.0/0